"მუდამ მემახსოვრება ეს სიკეთე.." - რას წერს გელა დაიაური შვილის შეძენის შემდეგ

ლექსო ნოზაძე
Aa

გელა დაიაური ვაჟის მამა გახდა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეჯვარე, პაატა ვარდანაშვილი წერს.

როგორც ცნობილია, პატარას ვაჩე დაარქვეს, რომელიც თბილისში დაიბადა. ახალშობილი 3 400 გრამს იწონის და 53 სანტიმეტრია.

შეგახსენებთ, რომ გელა დაიური და ეკა მანჩხაშვილი გასულ წელს დაქორწინდნენ.

"„სიტყვები არ მყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად, რაც ამ კლინიკის მიმართ გამიჩნდა. აქ ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს პროფესიონალების გუნდის მუშაობა... ვიგრძენი დიდი სითბო და გვერდში დგომა! მადლობა ჩვენს პირად ექიმს, მაია მჭედლიძეს და მთლიანად კლინიკის პერსონალს... განსაკუთრებული მადლობა, მინდა, ვუთხრა კლინიკის დირექტორს, ბატონ დავით კობეშავიძეს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის, მუდამ მემახსოვრება ეს სიკეთე... გმადლობთ.“ - წერს გელა დაიაური.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები