"ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა - გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი" - რას ყვება წყარო, რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე
დღეს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი - მარიამ სოფრომაძე და ინგა ბეგაშვილი მოკლა. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი და სიდედრი 9 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა.
როგორც წყარო ambebi.ge-ს რუსთავიდან უყვება, "მარიამი და გიორგი 1 წლის წინ დაქორწინდნენ, ქმარი გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც რამდენიმე თვეა მარიამი დედის სახლში დაბრუნდა".
"ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა. გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი და გამიზნულად მოუკლავს ცოლი და სიდედრი, სულ 5-ჯერ გაისროლა," - ამბობს წყარო.