სასამართლოს განაჩენი ცნობილია - 2 პირს მონაზონის ჯგუფურად გაუპატიურების გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გასული წლის ნოემბერში მომხდარი საზარელი შემთხვევის ფაქტზე, რაც მოქმედ დედათა მონასტერში ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებას ითვალისწინებს, ბრალდებულ 2 პირს თავისუფლების 20-20 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
შემთხვევა 2022 წლის ნოემბერში მოხდა. ორი პირი დედათა მონასტერში შეიჭრა და მონაზობს მუქარით ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს.
უარის მიღების შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და ჯგუფურად გააუპატიურეს.
თავიდან არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებდა, ბოლოს კი ორივემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები