"სინამდვილეში შინაგან ორგანოებში..." - გარდაცვლილი 4 წლის თომას მკურნალმა ექიმმა განცხადება გააკეთა

ლექსო ნოზაძე
Aa

გორში, 4 წლის მოზარდი ჩუტყვავილას გაუარესების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი "ტვ პირველთან" კომენტარს აკეთბეს.

"კვირას დამიკავშირდა ტელეფონით და რჩევა მკითხა. შემდეგ დავიბარე კონსულტაციაზე, 16-ში დილის საათებში მოვიდნენ. დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე. გამონაყარი ალაგების პროცესში იყო, თუმცა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.

"არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა ამ დაავადების, როდესაც იგივე გამონაყარი შინაგან ორგანოებშიც ჩდნება. ეს კი შემდეგ სეპტიურ შოკს იწვევს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გართულება მოხდა."

"ბავშვი გავსინჯე, ფილტვებზე მოვუსმინე, გულისცემაც ნორმალური ჰქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სახლში არ გავუშვებდი." - ამბობს ექიმი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები