"გულგრილად მიგვიღეს... ჩუტყვავილა აქვს როგორ მივიღოთო..." - ოჯახის ახლობლები გორში მომხდარ ტრაგედიაზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ

ლექსო ნოზაძე
Aa

გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ამბავთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

განცხადებებს ოჯახის წევრები და ნათესავები აკეთებენ.

"როგორც ყოველთვის, გორმედში გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით, დედას ჩააკვდა ხელებში. ერთი საათი სჭირდება, რომ რეანომობილი მოაბილიზონ ან საერთოდ რამე გააკეთონ. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ოთახში ვერ შევიყვანთო. ხო შეიძლება რამე გამოსავალი მოიფიქრო, თუ გულგრილი არ ხარ." - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი.

"თბილისში უნდა წაგვეყვანა, ბავშვი ძალიან ცუდად იყო. რომ შევედით, გამოვიდა ექიმი, უი, ჩუტყვავილა აქვს და როგორ მივიღოო. ვუთხარი ექიმს, რომ ძალიან ცუდად იყო და გადასხვმა გაეკეთებინათ. მან კი ჯერ ისტორია უნდა შევავსოო. დედას ჩააკვდა ხელებში..." - ამბობს ბავშვის ბებია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები