"მისი ნების საწინააღმდეგო სხეულზე შეეხო..." - არასრულწლოვანზე სექსუალური ქმედების იძულებისთვის ვანის სკოლის ავტობუსის მძღოლი დააკავეს

19-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

არასრულწლოვანზე სექსუალური ქმედების იძულებისთვის ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1961 წელს დაბადებული ტ.მ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა. მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზეც შეეხო."

"დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს." - წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული ფაქტის ვიდეო მასალა მოზარდებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები