"სასწრაფოს მანქანა ხეებს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა..." - რა მოხდა გუშინ ღამით ბაღდათის სოფელში
გუშინ ღამით ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ დიმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა სწრაფად მოძრაობდა, გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა.
როგორც ამბობენ, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავარიაც სწორედ ამას მოჰყვა, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები