"0.3% რომ გაგინებს... რა სწორად გიცხოვრია, მამიკო" - რა პოსტს აქვეყნებს ვალერი კვარაცხელიას შვილი

ლექსო ნოზაძე
Aa

საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრის, ვალერი კვარაცხელიას შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"0.3 % რომ გაგინებს და 99.7 % რომ გეფერება, რა სწორ მხარეს დგახარ თურმე და რა სწორად გიცხოვრია. მამიკო", - წერს თაკო კვარაცხელია.

ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელია დღეს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისით თბილისში ჩამოფრინდა.

მან მედიასთანაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები