"ქართველი ხალხი ამას მიესალმება.. ეს ტერიტორიულ გამთლიანებამდე მიგვიყვანს" - ვალერი კვარაცხელია რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე განცხადებას აკეთებს

ლექსო ნოზაძე
Aa

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენიდან პირველი რეისით თბილისში საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრი ვალერი კვარაცხელია ჩამოფრინდა.

მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ გაუქმებულია ფრენების აკრძალვა და დაწესებულია უვიზო რეჟიმი. ქართველი ხალხი ამას მიესალმება. გარეთ დაფინანსებული აქცია მიმდინარეობს."

"ეს ყველაფერი მიგვიყვანს ეკონომოკურ გაჯანსაღებამდე, ასევე ტერიტორიულ გამთილანებამდე და ყველა იმ პრობლემის მოგვარებამდე, რომელიც ამ 2 ქვეყანას შორის იყო." - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები