კუბოდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ - როგორ დაიბადა ახალშობილი კანადაში
კანადაში, კერძოდ, ტორონტოში ბავშვი კუბოში დაიბადა.
როგორც ცნობილია, 7 თვის ფეხმძიმე ქალი, რომელიც საავადმყოფოში მანქანით მიდიოდა, კონტროლი დაკარგა და ავარიაში მოყვა. მას თავის ქალისა და გულ-მკერდის არაერთი ტრავმა ჰქონდა.
ექიმებმა როგორც დედის, ისე ბავშვის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა მეორე დღეს, დაკრძალვის დროს, მიცვალებულის კუბოს
მიწაში ჩასვენების მომენტში, საფლავთან შეკრებილ ხალხს ახალშობილის ტირილის ხმა მოესმათ.
ქალი 23 საათის წინ გარდაიცვალა და აქედან, 17 საათი მისი სხეული მორგის მაცივარში იყო მოთავსებული.
"22 წელია, ექიმად ვმუშაობ, არ ვიცი, ამას რა ვუწოდო, თუ არასასწაული! გოგონა ძალიან სუსტი დაიბადა და 4 თვე ინკუბატორში იყო.", - ამბობს ექიმი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები