ეს როგორ ხდება, მკვლევარებსაც არ აქვთ პასუხი - კოსმოსიდან ძლიერი რადიოსიგნალი მოდის
შორეული კოსმოსიდან მომავალმა რადიოსიგნალმა მეცნიერების დიდი ყურადღება მიიქცია. ამ მომენტისთვის მათ არ შეუძლიათ ახსნას ის, თუ რა ასხივებს გამეორებად სიგნალს.
მკვლევრების სამუშაო ჰიპოთეზა არის ის, რომ წყარო, სავარაუდოდ, ნეიტრონული ვარსკვლავია. საუბარია პულსარზე, რომელიც რადიოსიგნალებს თავისი ღერძის გარშემო ბრუნვიას ასხივებს.
თუ საქმე ნამდვილად ნეიტრონულ ვარსკვლავთან გვაქვს, ეს კიდევ უფრო მეტ შეკითხვას გააჩენს. 54 წუთიანი ინტერვალით, ობიექტი, სახელწოდებით ASKAP J1935+2148, ყველაზე ნელი მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი იქნება, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ. ასეთი ნეიტრონული ვარსკვლავი იმდენად ნელი იქნება, რომ მისი ახსნა ასტრონომებს ძალიან გაუჭირდებათ.
"ძალიან უჩვეულოა ისეთი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც რადიოსიგნალს ასეთი ინტენსივობით ასხივებს. როგორც წესი, ნეიტრონული ვარსკვლავისგან მომავალი სიგნალი ბევრად სწრაფად მეორდება ხოლმე", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მანიშა კალებმა სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტიდან.
წყარო: on.ge, იხილეთ სრულად მათ საიტზე