მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა შენელდა - რა გველის ჩვენ

15-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა მართლა ნელდება, რაც აჩენს კითხვებს, თუ რა ხდება პლანეტის ცენტრში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას.

აღმოჩენის ავტორი სამხრეთ კალიფორნიის მკვლევართა ჯგუფია. მათი განცხადებით, ბირთვის ბრუნვის ამ ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს დღის ხანგრძლივობაზე, მაგრამ მხოლოდ წამის რამდენიმე წილადით, რასაც ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ.

„როდესაც პირველად შევხედე ამ ცვლილების ამსახველ სეისმოგრამას, შევცბი. მაგრამ როდესაც ეს ოცზე მეტმა სხვა დაკვირვებამაც დაადასტურა, შედეგი უკვე აშკარა გახდა“, — ამბობს დედამიწის მეცნიერი ჯონ ვიდალი.

1ტვმეცნიერება


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები