"დავსხდებით ოჯახი და მოვილაპარაკებთ", - რა ირკვევა კვარაცხელიას მომავალზე
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი როგორც უცხოელი, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
მამამისი ბადრი კვარაცხელია ამბობს, რომ თავისი შვილის ხილვა სხვა გუნდში სურს, თუმცა ეს თავად ხვიჩას გადასაწყვეტია:
"სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.
ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ "ნაპოლიში" დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს... მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები