"დაჭრილს სკოლის ტერიტორიიდან ჩვენს კარამდე უვლია“ - დაპირისპირება ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა კამათი სუფრაზე დაიწყეს, საიდანაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
"სუფრასთან უჩხუბიათ, მერე გარეთ გაუგრძელებიათ. როგორც ვიცი, წარსულში ერთმანეთთან პატარ-პატარა კინკლაობა ჰქონდათ. დანით არის დაჭრილი, მე რომ გამოვედი სკამზე იჯდა და ცუდად იყო. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ, სკოლის ტერიტორიიდან აქამდე უვლია დაჭრილს“,- ამბობს კაბალში მცხოვრები პირი.
28 წლის ახალგაზრდა ამჟამად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში იმყოფება. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები