"7 წელია ირანშია გადახვეწილი, საოცარ სიძნელეებს გაუძლო", - რას ჰყვება გიორგი გველესიანის დედა

28-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გიორგი გველესიანი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა იქამდეც იცოდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა პორტუგალიასთან ისტორიულ მატჩში ბრწყინვალე პერფორმანსით გაიცნო.

ჟურნალ გზასთან ინტერვიუში გველესიანის დედამ განაცხადა, რომ გიორგი 7 წელია ირანში თამაშობს და იქ დიდ სირთულეებს ხვდება:

„გიორგი საოცრად მშრომელია. 7 წელია, გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.

თავიდან დიდი პრობლემა იყო ენის ბარიერი, იქ ინგლისური არ იციან, გიორგიმ მათი ენა არ იცოდა და ვერაფერს აგებინებდა. კაფეში მენიუ მხოლოდ სპარსულ ენაზე იყო. სულ ერთ კაფეში შედიოდა და ერთ კერძს იღებდა. ბოლო წლებში სპარსული ენა შეისწავლა. 7 წლის განმავლობაში 4 გუნდი გამოიცვალა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი დონის გუნდში გადადიოდა და ახლა „პერსოპოლისში“ თამაშობს, რომელიც ირანის ჩემპიონი ორჯერ გახდა…“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები