ტაქსის მძღოლი მოკლეს და სანაპიროზე დამარხეს, მანქანა კი დაშალეს - შემზარავი დანაშაულის დეტალები
53 წლის შოთა ლორია, რომელიც ტაქსის მძღოლი იყო, თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მარნეულში მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი, მდინარე ხრამის სანაპიროზე მიიყვანეს, მოკლეს და სანაპოროზე დამარხეს, მანქანა კი დაშალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
პოლიციამ ორივე ბრალდებული უკვე დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები