"სამსახურებიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც, თქვენი შვილებიც ისწავლიან, არ გაბედოთ უიმედობა!" - ლელა კალულია ქართველებს მიმართავს

დავით ჯანდიერი
Aa

ქართველმა წინასწარმეტყველმა, ლელა კაკულიამ სოციალურ ქსელში არქივიდან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც 2010 წლის ივნისითაა დათარიღებული.

ვნახოთ, რას მიმართავს კაკულია ქართველებს:

"ძალიან მინდა, მივესიყვარულო ჩემს ხალხს.

მიყვარხართ და გეფერებით, ჩემო ქართველებო! არ გაბედოთ უიმედობა. ნაწინასწარმეტყველები ნათელი და გაბრწყინებული დრო ახლოსაა და თითოეული ქართველის ოჯახში შევა ის ენერგია, რომელიც თავისუფალ, მშვიდ ცხოვრებას მოგიტანთ.  სამსახურებიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც, თქვენი შვილებიც ისწავლიან და აქედან დაიწყება 23-ე საუკუნის 30 მილიონი ქართველის "შეკრებაც".

საქართველოს ვერავინ მოერევა! გახსოვდეთ ეს. ჩვენ ვმრავლდებით, ვვითარდებით და, მეათასედ ვიმეორებ: საქართველო გახდება ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო! შადიმანებს, რა თქმა უნდა, ამის გაგონება არ უნდათ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ასეთი იქნება რეალობა. მოკლე ხანში კი კიდევ უფორ მეტს აეხდება ნიღაბი. ვხედავ და ვიცი, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ.

დაბოლოს, ისევ გავიმეორებ 1992-1993 წლებში ნაწინასწარმეტყველებს: "რუსის ჯარი გარბის თავისი საზღვრების დასაცავად!“ ღმერთმა დაგლოცოს, საქართველო!", - ამბობს კაკულია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები