რას ნიშნავს გიორგი მიქაუტაძის გოლის აღნიშვნის ჟესტი, რომელიც არაერთგვაროვან გამოხმაურებას იწვევს
გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირია 3 გოლით, მისი გოლების აღნიშვნამ კი ქართველ გულშემატკივარში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა 1 თეორია, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მიქაუტაძის აღნიშვნა:
„ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო - მითხრეს, რომ „ლიონში“ ვეღარ დავრჩებოდი. ეს დღე ძალიან ცუდად მახსოვს...
როდესაც ლიონიდან გამომიშვეს, 15 წლის ასაკში, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვფიქრობდი, მაშინ მშობლებმა მითხრეს, ფეხბურთს თავი არ უნდა დაანებო, თუ გინდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდე, უნდა ივარჯიშო, ამას მხოლოდ შრომით მიაღწევო“, – გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძემ.
როგორც მისი გულშემატკივრები ამბობენ, ახლა, ამ ქმედებით ის მიანიშნებს, რომ შორიდან კარგად უყურონ და დაინახონ, როგორ მიდის მისი საფეხბურთო კარიერა.