„სამი ბიჭი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, ბინა ბელგიელებმა გვიყიდეს“ – რას იხსენებს გიორგი ჩაკვეტაძის დედა

30-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში კარიერის საკმაოდ რთული ეტაპის გავლა მოუწია.

დედამისი იხსენებს, რომ თავიდან მან ბელგიაშიც რთული დრო გაიარა:

„სულ მეუბნებოდნენ, რა მაგრად თამაშობს, ფეხბურთზე არ მიგყავსო. ვეუბნებოდი ჯერ პატარაა მეთქი. მითხრეს დინამოს აკადემიაში მიმეყვანა. ჩემს გარეშე ერთი ღამეც არ ჰქონდა განათევი და რა თქმა უნდა, აკადემიაში როდესაც წავიდა თავიდან გაუჭირდა.

როდესაც ბელგიელებთან კონტრაქტი გააფორმა და მის სანახავად მივიდნენ ნახეს, რომ სამი ბიჭი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. გაგიჟდნენ, უთხრეს, წადით ბინა მოძებნეთ და ჩვენ ვიყიდითო. ასე გვიყიდეს ბელგიელებმა ბინა.

როდესაც ვნახე ვიდეო, სადაც მღეროდა და ცეკვავდა, გამიკვირდა, ასეთი არასდროს მინახავს. საერთოდ ცეკვა თუ იცოდა არ ვიცოდი“,- საუბრობს ჩაკვეტაძის დედა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები