"როგორ ვითავხედო და ეს როგორ ვთქვა", - რას წერს ქოჩორაშვილის მამა

30-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. 

გიორგი ქოჩორაშვილის მამა თამაშამდე ოპტიმისტურ პოსტს აქვეყნებს:

"ბევრს ვფიქრობდი ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ. 

  როგორ ვითავხედო და ვთქვა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები მოუგებს, მაგრამ!!! ზუსტად ეს მაგრამ გახდა ჩემპიონატისთვის გამოცანა, საქართველო მოიგებს თუ ესპანეთი? 

  დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის!!! 

  მე მჯერა ჩვენი ბიჭების🇬🇪✊✊", - წერს როინ ქოჩორაშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები