"რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამის თქმა შემიძლია", - მამარდაშვილი
ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მამარდაშვილი ტვ პირველს გაესაუბრა და მოკლედ ისაუბრა გარკვეულ საკითხებზე:
„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ - მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.
ახლა უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს რაც შეეხება, „ვალენსიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფერს ვგეგმავ.
მინდა ბავშვებს ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და საქმეს მიჰყვნენ, აუცილებლად გამოუვათ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „ტვ პირველთან“.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები