თბილისში 21 წლის ბიჭი თანატოლმა მოკლა - უმძიმესი მკვლელობის დეტალები

23-05-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

თბილისში 21 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი მკვლელი ისი თანატოლი აღმოჩნდა, რომელიც დაკავებულია.

ბრალდებული და მოკლული სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით ერთმანეთს დიდუბეში შეხვდნენ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კი ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

როგორც "რუსთავი2" იუწყება, მძიმე დანაშაული წერეთლის გამზირზე, 140 ნომერთან, ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სიტყვიერი კამათი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და სწორედ ამ დროს, 21 წლის მამაკაცმა გამოიყენა ცივი იარაღი და არაერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანატოლს.

თვითმხილველების ცნობით, მკვლელობა დღის მეორე ნახევარში მოხდა და მამაკაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 21 წლის მამაკაცს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები