"მითხრა, რომ..." - რა უთხრა დიდ დიღომში დაღუპული ანის დედას კაცმა, რომელსაც ეძებდა

გიორგი გელაშვილი
Aa
"მითხრა, რომ..." -  რა უთხრა დიდ დიღომში დაღუპული ანის დედას კაცმა, რომელსაც ეძებდა

თბილისში, დიდ დიღომში 12 წლის ანი გარდაიცვალა, რომლის დედა,, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელსაც ის ეძებდა, საუბარი ჰქონდა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

"მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ", - თქვა მან "რადიო თავისუფლებასთან".

"ვინმე ასეთი რომ მეგულებოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი. ასეთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს. მე ჩემს ანის დავპირდი, რომ როგორც კი მსგავსი ვინმე გამოჩნდება, თუ მეუღლემ არ დამასწრო, მე პირადად გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს. მანამდე, მთავარია, დროულად გავიგოთ სრულყოფილი ექსპერტიზის პასუხები, რაც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“", - აღნიშნავს ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტე 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა და 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე დაღუპული იპოვეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები