"ქალის გვამი მდინარესთან იპოვეს, მეგობარს მოუკლია..." - უმძიმესი ტრაგედია კახეთში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქალი მოკლული იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალბატონის გვამი მდინარე იორთან ნახეს, რომელსაც დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც ირკვევა, ქალი მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მოტივით მოკლა.
ასევე ცნობილია, რომ მოკლული უზბეკია, თუმცა დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები