"მე-9 სართულიდან მოწყდა ლიფტი... შიგნით ცოლ-ქმარი და 1 წლის შვილი იყო" - გლდანში უმძიმესი შემთხვევა მოხდა

ლექსო ნოზაძე
Aa

სოციალურ ქსელში, კერძოდ, გლდანის ჯგუფში ერთ-ერთი მომხმარებელი თამო ჩოჩნიძე წერს, რომ დღეს მის შვილთან და მეუღლესთან ერთად სიკვდილს გადაურჩა. ერთ-ერთ კორპუსში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა.

„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა.

ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა“,- წერს თამო ჩოჩნიძე.

როგორც ირკვევა, მას და მის ოჯახის წევრებს დაზიანება არ აღენიშნებათ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები