ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა! - რა გადაწყვეტილება მიიღო გიორგი მიქაუტაძემ

16-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის 23 წლის ქართველი თანაბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის “მონაკოში” ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი ამბავი გახლდათ.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი თავდაყირა გადატრიალდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი კარიერას “ლიონში” გააგრძელებს. ფრანგული გუნდი მიქაუტაძეში “მეცს” 18 მილიონ ევროს გადაუხდის.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები