ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა - დეტალები ცნობილია

ლექსო ნოზაძე
Aa

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. აღნიშნული პიროვნება, ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის შვილია.

ინფორმაციას კი სწორედ დეპუტატი ავრცელებს.

"ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა. აქედან გადავიდა დაავადება. თავიდან ექიმებმა ვერ გაიგეს რა დაავადება იყო და სრულიად სხვა რამეზე მკურნალობდნენ. სიცხეები ჰქონდა, 40 გრადუსამდე, სახსრების ტკივილი და სისუსტე."

"ბოლოს ლუგარის ლაბორატორიაში გვითხრეს, რომ ბრუცელოზი იყო. 25 აპრილს გამოუვლინდა სიმპტომები და ახლაც სიცხეები აქვს და ვმკურნალობთ."

"საშიში გახდა გლეხისგან ყველის ყიდვა. როგორც საავადმყოფოში ამიხსნეს, როცა ყველი ქარხანაში კეთდება, რძის ტემპერატურა მაღალ გრადუსზე ადის და ბაქტერია კვდება, თუმცა სახლის პირობებში ეს ასე არ ხდება, ვირუსი ცოცხალი რჩება. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს." - აცხადებს დეპუტატი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები