ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია ირანის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს.
დანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, რისკის შემცველი ავტომობილის აღმოჩენისა და მისი ჩხრეკის შემდეგ, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა", - აცხადებენ სამინისტროში
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები