"სხვა პიროვნებაში შეეშალათ" - მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები
დღეს საღამოს, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა.
"კურიერის" ინფორმაციით, გუგა ფირცხალავას შეცდომით ესროლეს, იგი სხვა პიროვნებაში შეეშალათ.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა რამდენიმე სროლა განახორციელა და ადგილი დატოვა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები