არსებობს არამიწიერი სიცოცხლე, ის რასაც მხოლოდ სიზმარში თუ წარმოვიდგენდით - რას ამბობს ცნობილი მეცნიერი

26-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ჯონტი ჰორნერი, ასტრობიოლოგი:

ვფიქრობ, რომ პასუხი გადაჭრით არის „დიახ“. მაგრამ რეალური კითხვას წარმოადგენს, არიან თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები ჩვენთან საკმარისად ახლოს, რომ მათი აღმოჩენა შევძლოთ?

ასტრონომებმა გამოსცეს იმ ობიექტთა კატალოგი, რომლებზეც შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები არსებობდეს — #1TVმეცნიერება

მსგავსი: ასტრონომებმა გამოსცეს იმ ობიექტთა კატალოგი, რომლებზეც შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები არსებობდეს — #1TVმეცნიერება

კოსმოსი წარმოუდგენლად დიდია. გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გავიგეთ, რომ სამყაროში თითქმის ყველა ვარსკვლავს პლანეტები აქვს. ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია. თუ თითოეულ მათგანს ხუთი პლანეტა აქვს, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ორი ტრილიონი პლანეტა უნდა იყოს. ამავე დროს ვიცით ისიც, რომ სამყაროში იმაზე მეტი გალაქტიკაა, ვიდრე პლანეტები ირმის ნახტომში.

სხვა სიყვებით რომ ვთქვათ, სამყაროში წარმოუდგენლად ბევრი პლანეტაა. ამხელა მრავალფეროვნებაში შეუძლებელია გჯეროდეს, რომ დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს, მათ შორის, გონიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული სიცოცხლე.

თუმცა საკითხავია, ვიპოვით კი ოდესმე ასეთ არამიწიერ სიცოცხლეს? რთული კითხვაა. წარმოიდგინეთ, რომ მილიარდში ერთ ვარსკვლავს აქვს პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია ტექნოლოგიურად მოწინავე სიცოცხლის განვითარება, რომელსაც ასევე შეუძლია, რომ თავისი არსებობის შესახებ დანარჩენ კოსმოსს გააგებინოს.

ამ შემთხვევაში, ჩვენს გალაქტიკაში 400 ვარსკვლავი იქნებოდა ტექნოლოგიურად მოწინავე სიცოცხლით. თუმცა, ჩვენი გალაქტიკა საკმაოდ დიდია — 100 000 სინათლის წელი ერთი ბოლოდან მეორემდე. ეს მანძილი იმდენად დიდია, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთისგან საშუალოდ 10 000 სინათლის წლით უნდა იყვნენ დაშორებული. ნამდვილად ძალიან შორია, რომ უცხოპლანეტელთა სიგნალები დავიჭიროთ (ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში), თუ ისინი იმაზე გაცილებით ძლიერი არ არის, ვიდრე ჩვენ მიერ გაშვებული სიგნალები.

გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, რომ მე არამიწიერი სიცოცხლის მჯერა, ვფიქრობ, რომ ამის მტკიცებულების პოვნა განსაცვიფრებლად ძნელი იქნება.

წყარო: 1tv.ge მეცნიერება


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები