სოფელ ჩაისუბანში ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

გიორგი ამილახვარი
Aa

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები