თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე ლაშა ბექაურს გამარჯვებას ულოცავს

02-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, რითიც ქართველი მოსახლეობა გაახარა.

აღნიშნულს მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და ლაშას გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავ ჩემო ლაშა 🇬🇪

თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით 🇬🇪 ❤️ „“რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“ ❤️

ქედს ვიხრი შენს წინაშე…

მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო ❤️🇬🇪“, – წერს მელიტა ფურცელაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები