აქამდე უცნობი ამბავი - რისი ფიცი ჰქონდა ხატზე დადებული ზურაბ ზვიადაურს?
ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, გელა დაიაური საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ამ ზაფხულს მთაში იყო გადმოსული და სახლის აშენება დაიწყო.
ძალიან იყო შეცვლილი. მითხრა, დავიფიცე, სანამ ბავშვი არ დაიბადება, ერთ წვეთს არ დავლევო. დღეობაზე ხევსურები გადაეკიდნენ, დალიეო, მაგრამ არ დალია, ხატზე მაქვს დაფიცებული და ფიცს როგორ გავტეხო?!
სახლის შენება რომ დაიწყო, ვუთხარი, აუცილებელი იყო შვილი გყოლოდა, რომ სახლის აშენება დაგეწყო-მეთქი და ყველაფრის ხალისი მომეცაო, მიპასუხა. დაფრინავდა ბიჭი სიხარულისგან. ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი სიხარულის მომლოდინეს ასეთი უბედურება დაატყდებოდა თავს", - თქვა ზვიადაურის მეგობარმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები