"დედამაც ვერ იცნო იმდენად იყო დასახიჩრებული..." - ქობულეთში მომხდარი სასსტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

28-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ქობულეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ცნობებით, ქობულეთში 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო ამოცნობა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით ტყის პირას დამარხეს.

აღნიშნულ ფაქტზე სამი ადამიანია დაკავებული. უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა კი ქვეყანა დატოვა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები