ბათუმში ავარიის შედეგად 15 წლამდე ბავშვები დაიღუპნენ
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი 15 წლამდე ბავშვები აღმოჩნდნენ. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, ბავშვები მოპედზე ისხდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები