პირველი ივლისიდან - ბავშვები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ

ლექსო ნოზაძე
Aa

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები გაზრდილ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

კერძოდ, ისინი უკვე 200 ლარს მიიღებენ, რაც ახლანდელთან შედარებით 50 ლარით მეტია.

როგორც ირკვევა, ფინანსურ დახმარებას 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღეს. ამ პროგრამის ბიუჯეტი კი 500 მილიონს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური დახმარება 65 ლარით გაიზარდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები