"2-ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი" - რას წერს ზურა ხაჩიძე

გიორგი გელაშვილი
Aa

მომღერალმა, ზურა ხაჩიძემ სოსო ჯაჭვლიანის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.

მან დაწერა, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაცია ადრე მასზეც გაავრცელეს.

"სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ბედნიერი და გახარებული!

კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ თუნდაც ამ  მაგალითზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ისჯებოდეს?!

მე ამ 44 წლის მანძილზე, 2-ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი", - წერს ზურა ხაჩიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები