ქართველი 2005 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს - 18-წლიანი ძებნა დასრულებულია

31-05-2023
დავით ჯანდიერი
Aa

უცხოური მედიის ინფორმაციით, 18-წლიანი ძებნის შემდეგ დორტმუნდის აეროპორტში მკვლელობაში ბრალდებული 52 წლის ქართველი დააკავეს.

კაცი გერმანიაში ქუთაისიდან ჩაფრინდა და საპასპორტო კონტროლის გავლისას, აეროპორტში, ნერვიულობა ადვილად შესამჩნევი იყო.

როგორც გაირკვა, მამაკაცს სამართალდამცველები წლების განმავლობაში ეძებდნენ.

დანაშაული მან 2005 წლის ივნისში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჩაიდინა. 29 წლის კაცი გულის არეში ქუჩაში, სასიკვდილოდ დაჭრა.

ძებნილის იდენტობა თითის ანაბეჭდით დაადასტურეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები