"დედა შვილთან ერთად თოკით დააბეს და..." - საზარელი შემთხვევა ქობულეთში

31-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

TV25-ის ინფორმაციით, ქობულეთში ყაჩაღობა მოხდა.

როგორც ირკვევა, დამნაშავეებმა დედა-შვილი თოკით დააბეს და სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს.

შემთხვევა სოფელ აჭყვისთავში მოხდა მაშინ, როცა ქალი პატარა ბავშვთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები