"წარმოუდგენლად განიცადა ეს ყველაფერი..." - რა რეაქცია ჰქონდა სოსო ჯაჭვლიანს მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე
სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი დავით ლორთქიფანიძე "პრაიმ ტაიმს" ესაუბრა.
ერთ-ერთი კითხვა იმ ცრუ ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც გასულ დღეებში გავრცელდა, თითქოს მსახიობი გარდაიცვალა.
"ბატონ სოსოს რა რეაქცია ჰქონდა ცრუ ინფორმაციასა და შემდეგ საზოგადოების რეაქციაზე?"
- შოკირებული იყო... წარმოუდგენლად განიცადა ეს ყველაფერი, მაგრამ სოსომ ამ დღეებში დაინახა, რაოდენ ჰყვარებია ქართველებს. მხოლოდ ჩემს პოსტს ათასობით გამოხმაურება მოჰყვა, რეკავენ მასთან, შვილებთან, მეუღლესთან...
"გუშინ საღამოს ვესაუბრე და მივხვდი, რომ ამ განწყობებმა გააძლიერა, როგორი სიყვარული ჰქონიათო... ძალიან მადლიერია ყველა კომენტარის ავტორის, რომელიც მის სულსა და სხეულს სალმუნად მოედო. სულ ამბობს, რომ ამ ბრძოლაში იქნება შეუპოვარი და აუცილებლად დაამარცხებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება." - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
წყარო: primetime.ge