"ზუზუ დღეს 47 წლის გახდებოდა" - "ამ უბედურებამდე ორი დღით ადრე, ყვავმა იცით, როგორ საშინლად დამჩხავლა თავზე?"

ლექსო ნოზაძე
Aa

დღეს ზაზა ბეჟაშვილი 1-ელ ივნისს 47 წლის გახდებოდა.

პრაიმტაიმი მსახიობის დედას ესაუბრა.

"დღეს ჩემი შვილის მეგობრები იყვნენ მოსული და გამახარეს. ასეთ დროს მგონია, ზაზაც საიდანღაც მოვა-მეთქი. მე ვერავისთან ვერ ვტირი, არ მინდა მნახონ მგლოვიარე და მტირალი. გოდებით რომ შევხვდე, ჩემთან მოსვლა აღარავის ენდომება.

ხომ სულ ხუმრობდა და შაყირობდა და დღეს იგონებდნენ, სადაც ეგ იყო, სულ სიცილ-ხარხარი იყოო. იმდენი რამ გაიხსენეს... ყველა ამბობს, გვგონია ჩვენს გვერდით არისო. 

მეც ასე ვარ. მგონია, რომ სადღაც არის, გადაღებაზე წასული და მოვა... ისევ ამ განცდით ვარ. არადა, ხუთი წელიც გავიდა...

წამიერად ვნახულობ სიზმრად. ამბობენ, არ უნდა აკოცო მიცვალებულსო და დაგესიზმრებაო. არა კი არა, ჩავკოცნე ჩემი შვილი. ეგ გამახსენდებოდა იმ დროს, სიზმარში არ ვნახავ-მეთქი?

... თურმე გული აწუხებდა. ეს მე არ ვიცოდი. თვითონ მე მიფრთხილდებოდა. თვალზე ორი ოპერაცია გავიკეთე და წამალს მაწვეთებდა. ძალიან ყურადღებიანი იყო." - ამბობს ციალა ბეჟაშვილი



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები