"მასთან ერთად სასტუმროში დაბინავდა..." - ქართველი მეზღვარუსი მკვლელობის ახალი დეტალები
გასულ დღეებში ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი მედია ახალ დეტალებს ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მკვლელი უოლას დე ოლივეირა გომესია, რომელიც სასტუმროში ილია კახაბერიძესთან ერთად დაბინავდა, დილის 6 საათზე მან სასტუმრო დატოვა. ამან კი სასტუმროს თანამშრომელში ეჭვი გამოიწვია და როცა ოთახი შეამოწმა, ქართველი მეზღვაური მოკლული ნახა. ის საწოლზე იყო მიბმული.
აღსანიშნავია, რომ მკვლელს თან ჰქონდა ილიას სამი საკრედიტო ბარათი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები