ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა - სისხლიანი მკვლელობის დეტალები

02-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

ხელვაჩაურში ძმამ ძმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. კონფლიქტის მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათია.

დანაშაული ხელვაჩაურის სოფელი კიბეში მოხვდა. დაპირისპირება 11 საათზე დაიწყო, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

უფროსმა ძმამ უმცროსი სანადირო თოფით მშობლების თვალწინ მოკლა. ცნობისთვის, ოჯახის წევრებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.

35 წლის მამაკაცმა ძმის მკვლელობას აღიარა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები