რაში დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონ ლარი ? - სტუდენტები პროტესტს აცხადებენ

გიორგი გელაშვილი
Aa

თუ რაში დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონ ლარი ამ კითხვაზე პასუხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან სტუდენტები ითხოვენ.

ახალგაზრდები ითხოვენ გაასაჯაროვონ ფინანსური დოკუმენტაცია და ინფორმაცია თუ რაზე იხარჯება ბიუჯეტი. ეს არ არის პროტესტის პირველი შემთხვევა. აქამდე ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ პასუხი ყველა მიმართვაზე გაცემული აქვთ.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთევან ლაკირბაიამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის გვერდზე განთავსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური ბიუჯეტები, მათ შორის 2023 წლისაც.

"ჩვენთან იყო შემოსული მოთხოვნა, რომ გაგვეზიარებინა ბიუჯეტები ორგანიზაციის, რაც გავაკეთეთ. არ ვიცი რაზე ლაპარაკობენ, საიდან მოიტანეს ეს თანხა, 4 წლის ბიუჯეტი მივეცით, მაგრამ ეს 318 მილიონი საიდან ამოაჯამესარ ვიცი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯება სწავლებაზე, კვლევებზე, სტუდენტურ აქტივობებზე და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე.

ბიუჯეტები ვებგვერდებზე დევს და შეგიძლიათ ნახოთ ყოველწლიური ბიუჯეტი ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის. 23 წლის ბიუჯეტიც დევს ამ წუთში“, - განაცხადა ქეთევან ლაქირბაიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები