"შვილი იანვარში მომიკლეს და ფულს ისევ უტიფრად მთხოვდნენ” – რას აცხადებს ემიგრანტი ქალი, რომლის შვილიც ჭაში ჩამარხეს
ემიგრანტ დედას შვილი მეგობრებმა ფულის გამო მოუკლეს. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა მანქანის ნაწილი მეგობარს ვალის სახით გამოართვა, ფულის მიცემა დაუგვიანა, კახეთში გაიტყუეს და ამის გამო ცემით მოკლეს.
“ფულის მიცემას ივნისის თვისთვის დავპირდი, მათ კი შვილი იანვარში მომიკლეს და ფულს ისევ უტიფრად მთხოვდნენ”, - აცხადებს მოკლულის დედა.
ჭაში ჩამარხული 25 წლის ბიჭის საქმის პროკურორთან ინტერვიუ , “ნოდარ მელაძის შაბათმა” ჩაწერა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში მცხოვრები გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა.
ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები