"ნასვამი ვარ, მომაკითხე, საჭესთან არ მინდა დაჯდომაო" - რა გაიხსენა მამუკა ონაშვილის დისშვილმა
გარდაცვლილი მომღერლის, მამუკა ონაშვილის დისშვილმა, ბიძასთან გატარებული ერთ დღე გაიხსენა და სოც ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ნასვამი ვარ, მომაკითხე, საჭესთან არ მინდა დაჯდომაო. მივაკითხე. მალოდინა, გაუგრძელდა ქეიფი.... ხო და თუ არ მორჩები მალე, იცოდე, ვიცეკვებ მეთქი. იმდენი იცინა.
მიესალმეთ, ჩემი პირადი მძღოლი და დაცვა ცეკვავსო. უამრავი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა", - წერს თეონა ისტიაშვილი.
55 წლის გარდაცვლილი მომღერალი ავტოავარიაში მოყვა, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები