“აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი” - რას ამბობს ძმის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი

04-06-2023
გიორგი ზ.
Aa

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ რამაზ ლორთქანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 10 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა.

ძმის მკვლელობისთვის დაკავებულმა დუმილი დაარღვია. 35 წლის რამაზ ლორთქანაძე დანაშაულს აღიარებს.

ის ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა ძმას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა აფექტურ მდგომარეობაში იყო და მომხდარს ნანობს.

როგორც ცნობილია, ძმებს შორის კონფლიქტი ღამით, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. უფროსმა ძმამ უმცროსი მშობლების თვალწინ, სანადირო თოფით მოკლა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები