Artemis 2-ის მონაწილეები - Nasa-მ მთვარის მომდევნო მისიის ეკიპაჟი წარადგინა

10-04-2023
გიორგი ზ.
Aa

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA იმ 4 ასტრონავტის ვინაობა გაამხილა, რომლებიც 2024 წელს, მისია Artemis-2-ის ფარგლებში მთვარეზე გაემგზავრებიან. ამის შესახებ BBC წერს.


გამოცემის ინფორმაციით, ეკიპაჟის შემადგენლობაშია 3 ამერიკელი ასტრონავტი - კრისტინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და რიდ უაისმენი და კანადელი ჯერემი ჰენსენი. NASA-ში აღნიშნეს, რომ ადამიანების მთვარისკენ ბოლო ფრენის შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა. ამასთან, მთვარის მისიაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას ქალი, აფროამერიკელი და კანადელი.


ასტრონავტები მთვარეზე სავარაუდოდ 2024 წლის ნოემბრამდე ვერ გაფრინდებიან. მოსალოდნელია, რომ მისია Artemis-2 10 დღეს გაგრძელდება. ასტრონავტები ხომალდ „ორიონზე“ მთვარის ორბიტას მიუახლოვდებიან და დედამიწაზე დაბრუნდებიან.


2022 წლის დეკემბერში დასრულდა მისია Artemis-1, რომლის დროსაც „ორიონმა“ უპილოტო რეჟიმში მიიფრინა მთვარისკენ, მის ორბიტაზე რამდენიმე კვირა გაატარა და დედამიწაზე დაბრუნდა. Artemis-ის მისიის ბოლო ეტაპი 2025 წლისთვის არის დაგეგმილი, რა დროსაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გადასხდებიან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები