2 წლის იყო, ახლა იწყებდა ცხოვრებას - რუსებმა ენით აღუწერელი სისასტიკე ჩაიდინეს

05-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიში მოხდა, სადაც 2 წლის გოგონა დაიღუპა, 22 წლის პირი კი დაშავდა.

როგორც დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი აცხადებს, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 

შეჭრამ გამოიწვია ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები