"ასეთი ჩამოსვლა აღარ მინდა...დაბადების დღე მოგილოცე და შემპირდი, მალე ჩამოვალო", - როგორ ეხმაურებიან ამერიკაში მომხდარ ქართულ ტრაგედიას

გიორგი ამილახვარი
Aa

ამერიკის შეერთებულ შტატებში გულის უკმარისობით გარდაცვლილ ქართველ პოლიციის მაიორს, ლია პარკაულს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

ცნობილია, რომ ქალი ემიგრაციაში იმყოფებოდა და ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

„გამიფრინდა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, აღარ გვყავს ჩვენი ვაკის ცისარტყელა, ჩვენი ბრდღვიალა, ჩემი ყველაზე საამაყო, დიდი მეგობარი, იმდენი რამის დაწერა მინდა, მაგრამ აღარაფერს აქვს აზრი. ხომ შემპირდი, მალე ჩამოვალო, ასეთი ჩამოსვლა აღარ მინდა... გული მტკივა“;

„ლიკო! ჩემო ბრდღვიალა! 2 ივნისს დაბადების დღე მოგილოცე და დიდხანს იბდღვიალე-თქო და… ესაა შენი პირობა? უზომოდ მატკინე გული ალბათ, ყველაფერს სასწაულს ვიფიქრებდი და შენს სიკვდილს-არა“, - წერენ გარდაცვლილის მეგობრები.


წყარო: პრაიმტაიმი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები